თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თუ დასავლეთიდან დაფინანსება შეწყდა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მიიღო „რუსული კანონი“ - პეტრე ცისკარიშვილი

ნახვები: 475 თუ დასავლეთიდან დაფინანსება შეწყდა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მიიღო „რუსული კანონი“ - პეტრე ცისკარიშვილი

ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი - თუ დასავლეთიდან დაფინანსება შეწყდა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მიიღო „რუსული კანონი“, რომელიც სწორედ ამ ფინანსების წინააღმდეგ არის მიმართული,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებას, რომ „ევროკავშირი განიხილავს ფინანსური დახმარების შეჩერებას“.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „რუსული კანონი“ სწორედ ფინანსების წინააღმდეგ იყო მიმართული.

„ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, ჩვენ ვისმენთ ამ მთავრობის მხრიდან წუწუნს, რომ დასავლეთი, შეერთებული შტატები, ევროპა ჩვენს მიმართ გაცივდა, აღარ გვემეგობრებიან, პარტნიორული ურთიერთობები შეწყვიტეს და დიახ, იმიტომ შეწყვიტეს, რომ ეს თქვენი ინიციატივით მოხდა, თქვენ მიიღეთ რუსული კანონი. ამ მიზეზის გამო დადგა შედეგი, რომელიც გამოიხატა იმაში, რომ დაფინანსება იქიდან აღარ წამოვა, რადგან სწორედ ეს კანონი არის მიმართული იმისკენ, რომ აღიკვეთოს დაფინანსება. დასავლეთიდან მოდის ფული, რომელიც ეხმარება ფერმერებს, პედაგოგებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და აძლიერებს დემოკრატიას, ხელისუფლებას კი ეს არ მოსწონს, რადგან დემოკრატიის გაძლიერება მათ არ სურთ, დემოკრატიულ ქვეყანაში ხომ გაუჭირდებათ ძალაუფლების შენარჩუნება. ამიტომ რატომ უკვირთ ამ ადამიანებს, რომ ფინანსები დასავლეთიდან გაშრა? რუსული კანონიც ხომ სწორედ ამ ფინანსების წინააღმდეგ იყო მიმართული?!“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა