Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

პაატა მანჯგალაძე - არც ერთ ჯგუფს არ აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, რომ მარტო შექმნას საგამოძიებო კომისია

ნახვები: 386 პაატა მანჯგალაძე - არც ერთ ჯგუფს არ აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, რომ მარტო შექმნას საგამოძიებო კომისია

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მექანიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო ცხოვრებაში და ამ ეტაპზე ოპოზიციის მხრიდან საუბარია სამი მიმართულებით საგამოძიებო კომისიების შექმნაზე.

მანჯგალაძის თქმით, არც ერთ ჯგუფს არ აქვს ხმათა საკმარისი რაოდენობა, რომ მარტო შექმნას საგამოძიებო კომისია, ამიტომ აღნიშნული სამი მიმართულებით ოპოზიცია ერთმანეთთან უნდა შეთანხმდეს.

მანჯგალაძის განმარტებით, მათ შორის ერთია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია, რომელსაც მხარს დაუჭერს.

„საგამოძიებო კომისიის მექანიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო ცხოვრებაში, მითუმეტეს, ოპოზიციის ხელში. საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხს ჩვენ ერთობლიობაში ვხედავთ. როგორც მაქვს ინფორმაცია, არის სამი შინაარსის მატარებელი, სამი სხვადასხვა მიმართულების საგამოძიებო კომისიაზე. ერთია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია, რომელსაც პირადად მე დავუჭერ მხარს. მეორეა ანტიკორუფიული საკითხი, რომელზეც საუბრობს „ლელო" და ჩვენი ინიციატივაა, რომ 5 ივლისს ჟურნალისტების ცემის ფაქტზე აუცილებლად უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ჩვენ ერთობლიობაში ვხედავთ ამ საკითხს, ოპოზიცია უნდა შევთანხმდეთ, რადგან არც ერთ ჯგუფს არ აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა, რომ მარტო მან შექმნას საგამოძიებო კომისია. ამიტომ მოგვიწევს ერთმანეთთან შეთანხმება ამ სამი მიმართულებით", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება. დადგენილების პროექტი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისიის შექმნის მიზეზია მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შესწავლა. კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება. „ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში 30 დეპუტატი ჰყავს. მათ კომისიის შექმნისთვის ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერა სჭირდებათ. ოპოზიციის ნაწილი კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს, მათ შორის არიან პარტია „საქართველოსთვის", „მოქალაქეები", „ევროპელი სოციალისტები".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა