გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ეკა გიგაური ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე - მათ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არ მიატოვებენ ბრძოლაში იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი და დემოკრატიული ქვეყანა

ნახვები: 564 ეკა გიგაური ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე - მათ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არ მიატოვებენ ბრძოლაში იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი და დემოკრატიული ქვეყანა

რაზეც მათ ისაუბრეს, იყო ის, რომ აქ არიან, რადგან მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებენ ბრძოლაში იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი და გახდეს დემოკრატიული ქვეყანა,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრეს.

„საუბარი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს; იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედებს „რუსული კანონი“ საქართველოს სამოქალაქო სექტორზე“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. გუშინვე მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, დღეს კი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა