ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დონალდ ტუსკი - კურსკის ოლქში უკრაინელების ოპერაცია გულისხმობს საერთაშორისოდ აღიარებული თავდაცვის უფლების გამოყენებას

ნახვები: 476 დონალდ ტუსკი - კურსკის ოლქში უკრაინელების ოპერაცია გულისხმობს საერთაშორისოდ აღიარებული თავდაცვის უფლების გამოყენებას

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინელების ოპერაცია გულისხმობს საერთაშორისოდ აღიარებული თავდაცვის უფლების გამოყენებას.

„ის, რასაც რუსული ჯარები და რუსული ავიაცია აკეთებენ უკრაინის ტერიტორიაზე, წარმოადგენს გენოციდის ნიშნებს, არაადამიანურ დანაშულებებს და უკრაინას აქვს ყველანაირი უფლება, წარმართოს ომი იმ გზით, რომ რუსეთის პარალიზება მის აგრესიულ ზრახვებში მაქსიმალურად ეფექტურად მოახდინოს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას თავდაცვით ომში და ხელისუფლება მუდმივ კონტაქტშია უკრაინულ მხარესთან.

„თუმცა, რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის კონსულტაციებზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ვინმე კიევიდან გვითანხმებდეს, რომელ დღეს და სად გადაადგილდებიან“, – დასძინა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა