ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-ს არ შეუძლია, უარი თქვას ბუქარესტის სამიტის ვალდებულებებზე

ნახვები: 470 იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-ს არ შეუძლია, უარი თქვას ბუქარესტის სამიტის ვალდებულებებზე

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, ნატო-ს არ შეუძლია, უარი თქვას „ღია კარის“ პრინციპზე და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე კიევთან და თბილისთან აღებულ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს და უკრაინას მომავალში ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, იტალიის მთავრობა მუშაობს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდებაზე, რადგან მას ჰუმანიტარული, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლია.

მისი თქმით, ნატო ვერ დაუკეტავს კარს უკრაინას და საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსკოვისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.

„ნატო-ს, რა თქმა უნდა არ შეუძლია, უარი თქვას „ღია კარის“ პრინციპზე და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე კიევთან და თბილისთან აღბულ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს და უკრაინას მომავალში ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს“, – განაცხადა ლუიჯი დი მაიომ.

ამასთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შიდა რეფორმების პროცესი, რომლებმაც უკრაინა ნატო-ს სტანდარტებთან უნდა მიაახლოვოს ჯერ დასრულებული არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა