Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ელექტროსადგურის პროექტის გასავითარებლად სახელმწიფოსგან მხარდაჭერის მიღება აუქციონის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკებით იქნება შესაძლებელი

ნახვები: 527 ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ელექტროსადგურის პროექტის გასავითარებლად სახელმწიფოსგან მხარდაჭერის მიღება აუქციონის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკებით იქნება შესაძლებელი

მიმდინარე წლის სექტემბრიდან ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებულ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მხარდაჭერის სქემის განახლებული პირობებით და აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად მიიღოს ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით მიიღო.

„მთავრობის განკარგულებით დადგინდა ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე, ისარგებლებს დაინტერესებული პირი.

ფიქსირებული მედიანური ტარიფები განისაზღვრა შემდეგნაირად: ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) – 6,5 აშშ დოლარ ცენტი; ქარის ელექტროსადგურები – 6,0 აშშ დოლარ ცენტი; მზის ელექტროსადგურები – 5,6 აშშ დოლარ ცენტი“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, აღნიშნული ტარიფები განისაზღვრა სიმძლავრის მეორე აუქციონის შედეგად, სადაც დაფიქსირდა ინვესტორთა მაღალი აქტივობა, წარმოდგენილი განაცხადების ჯამური სიმძლავრე კი რამდენჯერმე აღემატებოდა გამოცხადებულ სიმძლავრეს. შესაბამისად, ფიქსირებულ ტარიფებად განისაზღვრა ამავე აუქციონში დადგენილი მედიანური ტარიფები.

„სიმძლავრის მეორე აუქციონმა აჩვენა, რომ ენერგეტიკული სექტორის დაინტერესება საკმაოდ დიდია და წარმოდგენილია ტარიფი, რომელიც დარგში ადაპტირებულია და მოემსახურება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. შესაბამისად, თითოეულ დაინტერესებულ პირს საქართველოს მთავრობისგან ექნება მყარი მხარდაჭერა 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე“, – აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სექტორის მხარდასაჭერად და უზრუნველყოფს ინვესტორთა დაინტერესებას როგორც ქართული, ისე უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, უახლოეს პერიოდში სამინისტროს მიერ გამოცხადდება განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეთა პირდაპირი შერჩევა ჰიდროელექტროსადგურების (მოდინებაზე), ქარისა და მზის ელექტროსადგურების კატეგორიებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა