ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

პენიტენციური სამსახური - ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდადებულთა ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტერო ვირუსული ინფექციის სიმპტომებს

ნახვები: 839 პენიტენციური სამსახური - ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდადებულთა ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტერო ვირუსული ინფექციის სიმპტომებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქმე ეხება ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე მსჯავრდადებულის მდგომარეობას, რომელთაც ენტერო ვირუსული ინფექციის სიმპტომები ჰქონდა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდადებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტერო ვირუსული ინფექციის სიმპტომებს. მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, მსჯავრდადებულთა ნაწილი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

ექიმ-სპეციალისტთა მიერ მათი მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მსუბუქი ხარისხის დარღვევებით. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და დაბრუნდებიან დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ადგილას.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე ყველა მსჯავრდადებულის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა