ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ოთარ შამუგია - დიდი პატივი, პასუხისმგებლობაა, ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას

ნახვები: 354 ოთარ შამუგია - დიდი პატივი, პასუხისმგებლობაა, ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა ოთარ შამუგიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალი თანამდებობა მისთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

მან ასევე მადლობა უთხრა ლევან დავითაშვილს წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს ასეთი მაღალი ნდობისთვის. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობა, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და გარკვეული წვლილი შევიტანო როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებაში. რა თქმა უნდა, მინდა, მადლობა ვუთხრა ლევან დავითაშვილს წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, იმ რეფორმებისთვის, რაც მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სამინისტროში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ახალ, ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ასევე, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნათიას, წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა