Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ოლაფ შოლცი - უკრაინამ კურსკის ოლქში თავისი ოპერაცია ძალიან საიდუმლოდ და უკუკავშირის გარეშე მოამზადა

ნახვები: 432 ოლაფ შოლცი - უკრაინამ კურსკის ოლქში თავისი ოპერაცია ძალიან საიდუმლოდ და უკუკავშირის გარეშე მოამზადა

უკრაინამ კურსკის ოლქში თავისი ოპერაცია ძალიან საიდუმლოდ და უკუკავშირის გარეშე მოამზადა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუსთან ერთად კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შოლცმა განმარტა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შეჭრასთან დაკავშირებით უკრაინას გერმანიასთან კონსულტაციები არ გაუვლია, და აღნიშნა, რომ ბერლინი ყურადღებით დააკვირდება შეჭრასთან დაკავშირებით შემდგომ გამოვლენებას.

“უკრაინამ კურსკის ოლქში თავისი სამხედრო ოპერაცია ძალიან საიდუმლოდ და უკუკავშირის გარეშე მოამზადა, რაც უდავოდ არსებულმა ვითარებამ გამოიწვია. ეს ძალიან შეზღუდული ოპერაციაა სივრცისა და, ალბათ, დროის მხრივადაც”, - განაცხადა შოლცმა.

ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების ფონზე, თითქოს გერმანია შიდა პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის სამხედრო დახმარებას შეწყვეტს, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია მომავალშიც იქნება “უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ევროპაში”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა