თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებაზე“ - ქვეყანას აბრუნებენ რუსულ ორბიტაზე, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური დანაშაული, არამედ სისხლის სამართლის დევნის საქმე

ნახვები: 508 რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებაზე“ - ქვეყანას აბრუნებენ რუსულ ორბიტაზე, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური დანაშაული, არამედ სისხლის სამართლის დევნის საქმე

„ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამას „ღალატის პროგრამას“ უწოდებს.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა იციან, რომ არჩევნებს აგებენ, კოალიციური ხელისუფლება იქნება და ამიტომ „სხვადასხვა აბსურდულ პროპაგანდისტულ თემას იგონებენ“.

„ქართული ოცნების” წინასაარჩევნო “ვოიაჟებს”, რომ დადიან სოფელ-სოფელ და განცხადებებს აკეთებენ, შეიძლება ვუწოდოთ მათი პროგრამის პრეზენტაცია, რომლის სათაური შეიძლება ჟღერდეს ასე - ღალატის პროგრამა. პირდაპირ ღალატობენ ქვეყნის ინტერესებს, კონსტიტუციას. რაღაც ფარული კონსულტაციები მიდის. თურმე მერე აცნობენ საზოგადოებას, რომ კონსტიტუციური ცვლილებები საჭიროა, რათა რაღაც გადაწყვეტილებები მიიღონ. არავინ იცის, ეს რა გადაწყვეტილებაა. ალბათ, საზოგადოებას ამზადებენ, რომ შეიძლება ამოღებული იყოს საქართველოს კონსტიტუციიდან ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულება; ან შესაძლებელია, აფხაზეთის აღიარებაც კი და რაღაც ერთობლივი სახელმწიფოს შექმნა. ძალიან გაუგებარი და აბსურდული განცხადებები კეთდება და რაც მთავარია, ყველა გამოსვლა ხაზგასმითაა მიმართული ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. ქვეყანას აბრუნებენ რუსულ ორბიტაზე. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური დანაშაული, არამედ სისხლის სამართლის დევნის საქმე, ვინაიდან პირდაპირ ღალატობენ საქართველოს კონსტიტუციას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამისა, გოცირიძემ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსული საანგარიშსწორებო ცენტრის დასანქცირებაზე. მისი თქმით, აღნიშნული სტრუქტურა ემსახურება სწრაფი ანგარიშსწორების სისტემას, „ზალატაია კარონას“, რომლითაც ასეულობით მილიონი დოლარი შემოდის საქართველოში.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაადო რუსულ საანგარიშსწორებო ცენტრს, რომელიც ემსახურება რუსულ ბანკებს, მათ შორის სწრაფი ანგარიშსწორების სისტემას, “ზალატაია კარონას”. ეს არის ის ორგანიზაცია, რომლითაც ასეულობით მილიონი დოლარის ეკვივალენტის თანხა შემოდის საქართველოში და ანგარიშსწორებას ეწევა სწრაფი გზავნილების სისტემის მეშვეობით. სამწუხაროდ, ეროვნულ ბანკს და ჩვენს კომერციულ ბანკებს განცხადება არ გაუკეთებიათ, რუსული წყაროებიდან კი ირკვევა, რომ თურმე ეს ტექნიკური შეფერხების ბრალია, თავად “ზალატაია კარონა” დასანქცირებული არაა, არამედ მხოლოდ მისი მომსახურე სტრუქტურა და ეს სისტემა მუშაობას კვლავ ჩვეულებრივად განაგრძობს. მაგრამ, საკვირველია ის, რომ ეს რუსული სისტემა არღვევს საქართველოს კანონს ოკუპაციის შესახებ. ის საქმიანობს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. მას აქვს ფილიალები სოხუმში, გალში და ცხინვალში. მისი ბარათებით ხდება ანგარიშსწორება საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. სავარაუდოა, რომ ეროვნულმა ბანკმა დღემდე ვერ აღმოაჩინა (თუ რაღაცის გამო თვალს ხუჭავს), რომ ასეულობით მილიონი დოლარი შემოდის საქართველოში იმ სტრუქტურის მიერ რომელიც არღვევს კანონს ოკუპაციის შესახებ. “ზალატაია კარონა” დღემდე უნდა ყოფილიყო აკრძალული. მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს საქართველოში იმ საფინანსო ორგანიზაციის მუშაობა, რომელიც არღვევს საქართველოს კანონს ოკუპაციის შესახებ და რომლის მომიჯნავე სტრუქტურა დასანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა