ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტი ძალაა-კახი კალაძე

ნახვები: 412 ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტი ძალაა-კახი კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს გიგი უგულავას ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" არის ბოროტი ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ თავის საკეთილდღეოდ გამოიყენოს პატარა ოპოზიციური პარტიები.

„ამასთან დაკავშირებით ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შეჭამოს სხვადასხვა პატარა ოპოზიციური პარტიები, თავის საკეთილდღეოდ გამოიყენოს და შემდეგ მიაგდოს. არაერთი მაგალითი გვინახავს ამასთან დაკავშირებით, იმ კონკრეტული პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ბულინგი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ეთანხმებოდა ან ეწინააღმდეგებოდა მათ წინადადებებს. როგორ შეურაცხყოფებს აყენებდნენ, აბულინგებდნენ იმ პარტიებს და პოლიტიკოსებს, ვინც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ პროექტი თავიდანვე განწირულია წაგებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა