ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინის ხელისუფლება და მათ შორის პროკურატურა, მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულად მიიჩნევს-ევგენი გრუშოვეცმა

ნახვები: 453 უკრაინის ხელისუფლება და მათ შორის პროკურატურა, მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულად მიიჩნევს-ევგენი გრუშოვეცმა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი უკვე დაზარალებულად ცნო, გამოძიება დაიწყება და ბრალი წარედგინებათ იმ სამართალდამცველებს, რომლებიც წამებაში მონაწილეობდნენ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გამოძიების ეფექტურობა ნაწილობრივ იმაზეც იქნება დამოკიდებული, მოინდომებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება უკრაინულ მხარეს საჭირო დოკუმენტაცია მიაწოდოს.

"ეს არის კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ უკრაინის ხელისუფლება და მათ შორის პროკურატურა, მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, დაიწყება გამოძიება იმ სამართალდამცავი პირების მიმართ, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ განახორციელეს წამება.

[...] ვიმედოვნებთ, ეს გამოძიება გამოიღებს შედეგს იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა. გამოძიების შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ რამდენად მოინდომებს საქართველოს ხელისუფლება მოგვაწოდოს საჭირო დოკუმენტები. უკრაინის ხელისუფლებას აქვს საშუალება, დაადგინოს პირები, რომლებსაც ბრალი მიუძღვით. მათ ბრალი წარედგინებათ და შესაძლოა, ამ პირებზე ძებნაც გამოცხადდეს, მათ შორის, ინტერპოლითაც", - განაცხადა ევგენი გრუშოვეცმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა