სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს არა რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაწონებლად, არამედ საქართველოს ინტერესების შესაბამისად

ნახვები: 503 ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს არა რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაწონებლად, არამედ საქართველოს ინტერესების შესაბამისად

საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს არა რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაწონებლად, არამედ საქართველოს ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებები პროვოკაციულია.

„პოლიტიკასა და საქართველოს ისტორიულ ბედში ნაკლები გამოცდილება ვისაც აქვს და თან ლავროვის განცხადებების მოსმენა სიამოვნებს, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ეს არის პროვოკაციული განცხადებები, რათა ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაცია არ მოხდეს და ოპოზიციურ მედიას სპეკულაციებისთვის ახალი საშუალება მისცენ. საქართველოს ხელისუფლება რასაც აკეთებს, აკეთებს არა რომელიმე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაწონებლად, არამედ საქართველოს ინტერესების შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ პროვოკაციული განცხადებები სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც გაუკეთებიათ და არა მხოლოდ ლავროვს. ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ის იქნება, რაც არის ამოსავალი წერტილი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, საზოგადოებისთვის, იდენტობისთვის, მომავლისთვის. ვერ გეტყვით, ამას ვინ როგორ და საიდან შეაბამს ყურს. რა თქმა თქმა, რუსეთი იქნება თუ სხვა, მოუნდებათ ყურის შებმა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ პატივი უნდა ვცეთ საკუთარ თავმოყვარეობას და ის უნდა ვაკეთოთ, რაც ჩვენი ერისთვისაა კარგი. ამ შემთხვევაში, ვერც ლავროვის და ვერც სხვისი განცხადება გავლენას ვერ მოახდენს, თუ ქართველები ჩვენს თავში დარწმუნებული ვიქნებით და საქართველო წინ ივლის.

ის, რომ იმ კანონებს ვიღებთ, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედის, ამ მონაკვეთში, თითქოს, სწორს ამბობს, მაგრამ ეს განცხადება რისთვის გააკეთა? თითქოს ფაქტს აღნიშნავს და მეც ვადასტურებ, რომ გამჭვირვალების კანონი საქართველოს სჭირდება, მაგრამ მისი განცხადების საბოლოო მიზანი რა არის? – მიზანია, ისეთი კითხვა დასვათ, რაც გააღვივებს პოლიტიკურ დემაგოგიას, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული და ასე შემდეგ. მისი მიზანია, ეს ნარატივი გააღრმაოს და ქვეყანაში სტაბილური ვითარება, განვითარება არავის აწყობს. კარგად გადახედეთ საქართველოს ისტორიას, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ პერიოდისას, როცა „ნაცმოძრაობისა“ და რუსეთის ლიდერებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. ბევრი ურთიერთობა ჰქონდათ, რაც გასაგები მიზეზების გამო შემდეგ გაფუჭდა. ის, რომ არავის ჰქონია, ეს დაბლარვაა საქართველოს ისტორიის და ვერ დაბლარავთ. თავის დროზე შევარდნაძის დროსაც იყო და გამსახურდიას მიმართაც. იყო პერიოდები, როცა რუსეთს ხელისუფლებაში მოყვანაში ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. არ გახსოვთ, სააკაშვილი რომ ხელისუფლებაში მოვიდა, აქ ვინ ჩამოვიდა და ვინ გამოდიოდა მიტინგებზე? – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც მიტინგზე თქვა, ეს ხელისუფლება უნდა მოვიდესო და შემდეგ შევარდნაძესთან მივიდა, შენი წასვლის დროაო, ხოლო აჭარაში ჩავიდა და ასლანს უთხრა, მოსკოვში უნდა წამოხვიდეო. გგონიათ, ეს საგარეო საქმეთა მინისტრის სიზმარი იყო? – ეს იყო პუტინის დავალება. პოლიტიკა უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ის ვიწრო იდეოლოგიური კლიშე, რითაც ახლა საქართველოს დაზიანება უნდათ, რომ საქართველო არის რუსეთის სატელიტი მთავრობის ქვეშ. ახლა საქართველო არის ეროვნული ხელისუფლების ქვეშ, რომელსაც თავისი სტრატეგიული მიზნები არ შეუცვლია და ამას ყველა ხედავს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა