Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს ელჩს უმასპინძლა

ნახვები: 391 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში გამოიხატება.

თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატთან შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე ადგილი დაეთმო საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ქართველი და ბრიტანელი ჯარისკაცების მონაწილეობას, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებასა და ქართველი სამხედროების ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა