Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

პრემიერი - არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც არაფერი აქვთ სათქმელი და კამპანიებს ვერ ატარებენ

ნახვები: 491 პრემიერი - არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც არაფერი აქვთ სათქმელი და კამპანიებს ვერ ატარებენ

საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი, ვერაფერს ამბობენ და კამპანიებს ვერ ატარებენ - ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული „პოლიტიკური ძალები“ საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან და სინამდვილეში, ისინი საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარეთ მართავენ.

„საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი. ვერაფერს ამბობენ და კამპანიებს ვერ ატარებენ. ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები. მაგრამ რეალურად, საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან და სინამდვილეში, ისინი საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარეთ მართავენ, რაც ძალიან სამწუხაროა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ამისათვის მათ პლატფორმებს სთავაზობენ. თუმცა ასეთი აქტები, რეალურად გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ამომრჩევლის ნებაზე, რომელიც გამოიხატება 26 ოქტომბერს“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა