Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

რობინ დანიგანი - ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია

ნახვები: 485 რობინ დანიგანი - ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, რობინ დანიგანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცხოური დახმარების შესახებ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, მისივე თქმით, აშშ-ის დახმარება მიდის „ქართველებთან ქართველების დასახმარებლად“.

ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„და მე მინდა დავასრულო იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონით. იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება. მაგალითები, რაც ახლა ჩამოვთვალე, არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან ქართველების დასახმარებლად. ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველებისთვის; ქართველები ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში; ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი“, - განაცხადა დანიგანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა