თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პროკურორის ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა ბრალი აღიარა

ნახვები: 512 პროკურორის ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა ბრალი აღიარა

ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა ბრალი აღიარა. აღნიშნულის შესახებ დახურული სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ანა ხახანიშვილმა განაცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, ბრალდებულმა მტკიცებულებები უდავოდ ცნო.

დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია უჩა აბაშიძე.

"მარიამ იაშვილმა უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება. შემდეგი სასამართლო სხდომიდან ბრალდების მხარე დაიწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას. შინაარსობრივ ნაწილს ვერ მოგახსენებთ თუ რა ჩვენებას მისცემს ის, თუმცა ამ ეტაპზე მისი პოზიცია ის არის, რომ თავს ცნობს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ",- განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა მარიამ იაშვილის გათავისუფლება, სახელმწიფო ბრალმდებელი პასუხობს, რომ "მტკიცებულებების გამოკვლევას შემდეგი პროცესებიდან დაიწყება და შემდეგ პროცესები აჩვენებს, თუ რა იქნება შემდეგ ეტაპზე".

ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარე წლის 4 მაისს, სულ სხვა საქმეზე დაიწყო. კერძოდ კი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. სწორედ აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.

ამასთან, სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩანაწერებში საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც ფიგურირებენ, რომელთა გადაღებაც უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა