Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

სერგო ჩიხლაძე გახარია-ხაზარაძეზე - პირდაპირ გეტყვით, ვგულშემატკივრობ, რომ შეთანხმება მოხდეს

ნახვები: 506 სერგო ჩიხლაძე გახარია-ხაზარაძეზე - პირდაპირ გეტყვით, ვგულშემატკივრობ, რომ შეთანხმება მოხდეს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, გულშემატკივრობს, რომ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის გაერთიანება შედგეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ მარცხდება, ოპოზიციის ფლანგზე მეტი კონსოლიდაცია კარგი იქნება.

„პირდაპირ გეტყვით, ვგულშემატკივრობ, რომ შეთანხმება მოხდეს [ხაზარაძე-გახარიას შორის]. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ პირველი იყო, ვინც ჯერ კიდევ თვეების წინ, დიდი ერთობის და ზოგადად, ერთობის ინიციატივით გამოვდიოდით. ამიტომ, ოპოზიციის მხარეს გამსხვილება და კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი კონფიგურაციით, როგორიც არ უნდა იყოს, „ქართული ოცნება“ დიდი ანგარიშით დამარცხდება და ახლანდელი კვლევებით ოპოზიციას 60%-ზე მეტი აქვს, მაინც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება კიდევ მეტი კონსოლიდაცია ოპოზიციის ფლანგზე. ამიტომ, ამას მივესალმებით, მართლა იმედი მაქვს, რომ მათ შორის დღეს, ხვალ, შეთანხმება შედგება. რაც შეეხება თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, შემდეგ პარლამენტში და ასევე მთავრობაში, კოალიციურად ერთმანეთთან [თანამშრომლობა]მოგვიწევს და აუცილებლად ვითანამშრომლებთ, იმიტომ, რომ ერთპიროვნულად 50% და მეტ პროცენტს ვერცერთი პარტია იღებს, ამიტომ კოალიციაში მყოფი ოპოზიციური ძალები ერთმანეთთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ. ეს იქნება ახალი პოზიტიური გამოცდილება თანამედროვე საქართველოში, როდესაც ეყოლება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან შემდგარი კოალიციური, პროდასავლური მთავრობა“,-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძის თქმით, გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებას, კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კონკურენტებად არ მიიჩნევს.

„არ ვთვლი ნამდვილად კონკურენტებად, იმიტომ, რომ მათ თავიანთი სეგმენტი ჰყავთ, „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სეგმენტი ჰყავს. შესაბამისად, აქ, არანაირი კონკურენცია არ არის. კონკურენცია შეიძლება იყოს და აუცილებლად იქნება უკვე იდეებში, ახალ-ახალ შემოთავაზებებში, ინოვაციებში, რომელზეც კოალიციურ მთავრობაში ჩვენ ერთმანეთთან გვექნება კომუნიკაცია“-განაცხადა ჩიხლაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა