ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთის კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონში აფეთქებებია, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ნახვები: 574 რუსეთის კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონში აფეთქებებია, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ადგილობრივი ხელისუფლება რუსეთის კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონში აფეთქებების შესახებ იუწყება. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

როგორც მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი აცხადებს, ტიხორეცკის რაიონზე თავდასხმა განხორციელდა.

„ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულია საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით. ერთ-ერთი მათგანის ნამსხვრევების დაცემის გამო გაჩნდა ხანძარი, რომელიც გავრცელდა ფეთქებადსაშიშ საგნებზე. დაიწყო დეტონაცია“, – განაცხადა რუსეთის რეგიონის ხელმძღვანელმა.

თვითმხილველთა ცნობით, აფეთქებები ისმის სამხედრო საწყობის ტერიტორიაზე. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები.

„ამჟამად, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს ხანძრის ადგილის სიახლოვეს მდებარე დასახლების მცხოვრებთა დროებითი ევაკუაცია უახლოეს დასახლებულ პუნქტებში. ტიხორეცკში გაიხსნა დროებითი განთავსების პუნქტი. სახანძრო ბრიგადები და სპეციალური სამსახურები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე“, – აცხადებს კრასნოდარის მხარის გუბერნატორი.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ გუშინ ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში 101 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოაგდეს. მათგან 53 დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე, კრასნოდარის მხარის თავზე – 18, აზოვის ზღვის აკვატორიაში – 16. კიდევ რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს კალუგის, ტვერის, ბელგოროდის, სმოლენსკის და კურსკის ოლქების ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა