Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინმა უკვე ბევრი რამ მოიპარა, მაგრამ ის ვერასოდეს მოიპარავს მსოფლიოს მომავალს

ნახვები: 510 ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინმა უკვე ბევრი რამ მოიპარა, მაგრამ ის ვერასოდეს მოიპარავს მსოფლიოს მომავალს

მსოფლიოს სჭირდება მშვიდობიანი მომავალი და მდგრადი განვითარება. მე ამას ვამბობ, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ქვეყნის, რომელიც რუსეთის სასტიკ კოლონიალურ აგრესიას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ში, მომავლის სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რამდენს შეიძლება მიაღწიოს გლობალურმა ერთიანობამ - როგორც აქ გაეროში, ასევე უკრაინის სამშვიდობო სამიტების მეშვეობით, სადაც ჩვენს მიზანს რუსეთისა და მისი თანამზრახველების დესტრუქციულობის დაძლევა წარმოადგენს. ჩვენ ახლა ვემზადებით მეორე სამშვიდობო სამიტისთვის, მივდივართ წინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ეტაპობრივად, მშვიდობის ფორმულის მიხედვით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ამზადებს დოკუმენტს მეორე სამშვიდობო სამიტზე წარსადგენად.

„მოვუწოდებ ყველა ლიდერს, ერს, გააგრძელონ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მხარდაჭერა სამართლიანი და მშვიდობიანი მომავლისთვის! პუტინმა უკვე ბევრი რამ მოიპარა, მაგრამ ის ვერასოდეს მოიპარავს მსოფლიოს მომავალს. დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა