ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

გურიაში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ნახვები: 432 გურიაში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოში დროებითი ბინადრობის სტატუსის მქონე ისრაელის მოქალაქე - 1954 წელს დაბადებული ი.ა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ახლად შეძენილი საცხოვრებელი სახლის ყოფილ მეპატრონეს - 1958 წელს დაბადებულ ბ.ს.-ს, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.ა. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა