თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება-გამყრელიძე

ნახვები: 826 არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონით" რეინფიცირების ჯერ არც ერთი შემთხვევა არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული. მისივე თქმით, არსებობს კვლევა, რომ „ომიკრონის" გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება.

„თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, რადგან „ომიკრონს" რამდენიმე ქვე შტამი აქვს. დღეს ჩვენთან უკვე პრევალირებს მისი B2 შტამი, მაგრამ „ომიკრონის" შემდგომ კიდევ „ომიკრონით" ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით არ გვაქვს. არც ჩვენ გვაქვს და არც ლიტერატურაშია მონაცემები, მაგრამ არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ „ომიკრონის" გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზის გაკეთების აუცილებლობას. მისი თქმით, კვლევის თანახმად, ბუსტერი სერიოზულად იცავს პირს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან.

„მთავარი მოწოდება ყველასთვის არის ისევ აცრა და განსაკუთრებით ბუსტერიზაცია, რადგან ამაზე უკვე ბევრი კვლევაა, რომ ბუსტერი სერიოზულად იცავს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა