სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო - მეჩეთსა და სკოლაზე ისრაელის თავდასხმებს 26 ადამიანი ემსხვერპლა

ნახვები: 505 ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო - მეჩეთსა და სკოლაზე ისრაელის თავდასხმებს 26 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ დღეს დილით ღაზაში, მეჩეთსა და სკოლაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია ათობით ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალები ირწმუნება, რომ მათი სამიზნე „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ, რომლებიც მართვისა და კონტროლის ცენტრებში მოქმედებდნენ.

შეგახსენებთ, თითქმის ერთი წლის წინ, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ისრაელს, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 1200 ადამიანი და 251 კი მძევლად აიყვანეს. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორში საპასუხო ოპერაცია დაიწყო. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღემდე 41 870 პალესტინელი დაიღუპა და 97 000-ზე მეტი დაშავდა. გაერო-ს ინფორმაციით, რომელიც ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, მხოლოდ 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ღაზაში 187 ადამიანი დაიღუპა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა