თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძე - 26 ოქტომბრის საღამო როცა დადგება, საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას თვალებში უნდა ჩახედო, არ უნდა შეგრცხვეს

ნახვები: 532 ირაკლი კობახიძე - 26 ოქტომბრის საღამო როცა დადგება, საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას თვალებში უნდა ჩახედო, არ უნდა შეგრცხვეს

26 ოქტომბრის საღამო როცა დადგება, საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას თვალებში უნდა ჩახედო, არ უნდა შეგრცხვეს, როცა 30%-ს უქვეყნებდი „ქართულ ოცნებას“ და აღმოჩნდება, რომ 60% მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, „ედისონის“ კვლევებთან დაკავშირებით კითხვის პასუხად, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი არასდროს ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას და ახლაც, როცა ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60%-ია, ამას სრული პასუხისმგებლობით აკეთებს.

„ეს არის, რასაც უწოდებენ ხელით დაწერილი ე.წ. კვლევის შემდეგები, „ედისონის“ კვლევები ქვეყნდება ხოლმე „ფორმულას“ მიერ და ამას ჩვენ ვუწოდებთ აბსოლუტურად ობიექტურად კეზერაშვილის სიზმრებს, „მთავარ არხზე“ გამოქვეყნდა გვარამიას სიზმრები, ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც გვარამიას პარტია გაიყვანეს პირველ ადგილზე ოპოზიციაში და გადაასწრებინეს „ნაციონალური მოძრაობისთვის,“ ხელით წერენ ასეთ შედეგებს და ამ ყველაფერს ფასი არ აქვს, მით უმეტეს, რომ საზოგადოებამ გამოცდილება შეიძინა. თქვენ გახსოვთ, ვერცერთ წინა შემთხვევაში მათ კვლევები ვერ ახერხებდა არჩევნების შედეგების გამოცნობას, აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ აქაც უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. ჩვენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვსაუბრობდით საზოგადოებასთან მოსალოდნელ შედეგებზე, ვეუბნებოდით სიმართლეს, მე შეგახსენებთ ჩვენს განცხადებებს, 2016 წელს ვსაუბრობდით, რომ ველოდებოდით ყოველ მეორე ხმას, რაც ნიშნავს დაახლოებით 50%-ს და მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 48,2%. ასევე ჩვენ ვსაუბრობდით 2020 წელს, რომ დაახლოებით 90 მანდატს ველოდებოდით და ავიღეთ ზუსტად 90 მანდატი და 2021 წელს მე ვამბობდი, რომ ვფიქრობდით 2020 წლის არჩევნების შედეგების გამეორებას და მხოლოდ 1% იყო ცდომილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ რასაც ვამბობთ, ის ყოველთვის მართლდება, რადგან არასდროს ვატყუებთ საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას და ახლაც, როცა ვამბობთ, რომ ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, სრული პასუხისმგებლობით ვაკეთებთ ამ ყველაფერს, რადგან როცა დადგება 26 ოქტომბრის საღამო, საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას თვალებში უნდა ჩახედო და არ უნდა შეგრცხვეს, როცა 30%-ს უქვეყნებდი „ქართულ ოცნებას“ და აღმოჩნდება, რომ 60% მიიღო. მათ სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ აქვთ და არც თვალის გასწორების პრობლემა ექნებათ, ალბათ, უბრალოდ, ურცხვი ადამიანები არიან, ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა