ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძე - როგორც მთავრობა, ჩვენ ცალსახად პროევროპულნი ვართ, რაც დავადასტურეთ კიდეც საქმით, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

ნახვები: 493 ირაკლი კობახიძე - როგორც მთავრობა, ჩვენ ცალსახად პროევროპულნი ვართ, რაც დავადასტურეთ კიდეც საქმით, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

როგორც მთავრობა, ჩვენ ცალსახად პროევროპულნი ვართ, რაც დავადასტურეთ კიდეც საქმით, ჩვენ ძალიან კონკრეტული ქმედებებით შევძელით ქვეყნის დაახლოება ევროკავშირთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ამ საკითხზე ოპოზიციის მანიპულაციები უადგილოა.

„ოპოზიციის მხრიდან ამ ტიპის მანიპულაციები უადგილოა. ეს მათი არჩევანია, მათი საქმეა, ყოველივე ეს დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ Euronews-თან ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა