ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კლუბები საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებენ

ნახვები: 429 კლუბები საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს. კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60 პროცენტი დაიშვება.

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო.

საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გააცნო.

ილია დარჩიაშვილი დავით ლეჟავას მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძესა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძესთან ერთად შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „ომიკრონის" შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გთვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა