რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას განაგრძობს- კალაძე

ნახვები: 396 თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას განაგრძობს- კალაძე

დედაქალაქის ბიუჯეტიდან ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქის დასაფინანსებლად წელიწადში 29 ათასიდან 60 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ პირებს, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80 და 50 პროცენტით.

„პროგრამის ფარგლებში ფინანსდება HER-2 დადებითი, ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები", - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ოთხი მილიონი ლარია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რითაც ამ საჭიროების მქონე ქალებს, მათ ოჯახებს ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდა და მათი უმეტესობა ქონების გაყიდვისა და სერიოზული საკრედიტო ვალდებულებებისგან იხსნა. აღსანიშნავია, რომ ერთი ამპულა მედიკამენტის ფასი 5 000 ლარამდეა. რიგ შემთხვევაში კი, ერთი გადასხმის ჩასატარებლად ორი სხვადასხვა მედიკამენტის ერთობლივი ფასი 9 000 ლარს აჭარბებს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა