Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

გიორგი ვაშაძე - პასუხს ველოდები „ქართული ოცნებისგან“: მზად არის თუ არა საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიებისთვის - პროტესტი იქნება მწვავე, ისეთი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს

ნახვები: 559 გიორგი ვაშაძე - პასუხს ველოდები „ქართული ოცნებისგან“: მზად არის თუ არა საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიებისთვის - პროტესტი იქნება მწვავე, ისეთი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს

მამუკა მდინარაძის დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლო, „მით უმეტეს, არჩევნები გასაუქმებელი და ახლიდან ჩასატარებელია“.

„მამუკა მდინარაძის დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია. ისინი ხმას ვერ იღებენ იმ ტოტალური კონტროლის სისტემაზე, რომელიც ქვეყანაში ბიულეტენების გამჭვირვალობით და ხმის მიცემის კონტროლით შექმნეს. ეს არჩევნების დაუყოვნებლივ გაუქმების პირდაპირი ფუნდამენტია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორედ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე, ეს იმის დასტური იქნება, რომ მათ „ფაქტობრივი მასალებით ჩადენილი აქვთ ორგანიზებული დანაშაული“.

„შესაბამისი უწყებები თავად არიან ჩართულები ორგანიზებული დანაშაულის ჩადენაში. ამიტომ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. კონკრეტულ პასუხს ველოდები „ქართული ოცნების“ მხრიდან - მზად არის თუ არა საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიებისთვის და მზად არის თუ არა იქ დაამტკიცოს ჩვენ მიერ წაყენებულ საკითხებთან თავისი მართებულობა. თუ ამაზე უარს იტყვიან, ეს ცალსახად დასტურია, რომ მათ ფაქტობრივი მასალებით ჩადენილი აქვთ ორგანიზებული დანაშაული“,- აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, „პროტესტი იქნება მწვავე, ისეთი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ მათ ხმები დააკლო. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ასეთი 81 შემთხვევაა იდენტიფიცირებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა