ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ალექსანდრე რაქვიაშვილი - სიების აღდგენის მოთხოვნა ცოტა გაუგებარია

ნახვები: 559 ალექსანდრე რაქვიაშვილი - სიების აღდგენის მოთხოვნა ცოტა გაუგებარია

„გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, სწორი იქნებოდა, რომ ოპოზიციას საპარლამენტო სიები არ ჩაეხსნა, რადგან ახლა მათი აღდგენა სურთ.

როგორც რაქვიაშვილმა განაცხადა, სიების აღდგენის მოთხოვნა ცოტა გაუგებარია.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სიები არ უნდა ჩახსნილიყო და მოვუწოდებდით ეს არ გაეკეთებინათ. სამწუხაროა, რომ მაშინ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ჩემმა კოლეგებმა. ცოტა უცნაურად გამოიყურება, ალბათ სწორი იქნებოდა, რომ სიები ჩახსნილი არ ყოფილიყო. მიუხედავად დაკარგული მანდატებისა ოპოიციონერები პარლამენტში შემოვიდნენ, ვინც სიაში არიან. მაგრამ ეს არათანმიმდევრულობა თავისივე ქმედებაში ოპოზიციას ზოგადად ასუსტებს. ამიტომ, ჩემთვის სიების აღდგენის მოთხოვნა ცოტა გაუგებარია, ზუსტად ამ პრინციპულობის კუთხით. თორემ თავისთავად კარგი იქნება, რომ ასეთი რამ მოხდეს, უბრალოდ, არ ვიცი ეს რამდენად იურიდიულად შესაძლებელია. ეს ძალიან რთული იქნება", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა