ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და დონალდ ტუსკი საქართველოს მოუწოდებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს

ნახვები: 477 ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და დონალდ ტუსკი საქართველოს მოუწოდებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს

ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრისა და არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებაა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ავრცელებს.

„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს შეშფოთებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია მითითებული. კერძოდ, შეშფოთებას იწვევს ცნობები მრავალი დარღვევისა და ამომრჩევლების დაშინების შესახებ, რამაც პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად იმოქმედა. ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრის და არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებაა და ყურადღებით განვიხილავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელსაც თავის დროზე ველით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერები აღნიშნავენ, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერენ.

„მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური უფლებებია და ისინი დაცული უნდა იყოს. ამ ამოცანის შესასრულებლად ჩვენი მოწოდება ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან ყოვლისმომცველი დიალოგია. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული გზიდან უხვევდა და დაჟინებით მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწყობა. თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახებ მცდელობებს რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ, ბოლოდროინდელი კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ ვიქნებით საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა