რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ტრამპი ბაიდენს თეთრ სახლში 13 ნოემბერს ეწვევა

ნახვები: 529 ტრამპი ბაიდენს თეთრ სახლში 13 ნოემბერს ეწვევა

13 ნოემბერს, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლს ეწვევა. ის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო რეზიდენციაში ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიპატიჟა, რომელიც ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის ტრადიციის დაცვის აუცილებლობას გამუდმებით უსვამს ხაზს. ბაიდენმა ტრამპი თეთრ სახლში მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად მიიწვია.

5 ნოემბრის არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს მომავალი წლის 20 იანვარს დადებს. საზეიმო ინაუგურაციის შემდეგ კი, ის ოჯახთან და თავის ადმინისტრაციასთან ერთად, თეთრ სახლს შემდეგი 4 წლით დაიკავებს.

შესაძლოა, ეს ორი ლიდერის რამდენადმე უხერხული შეხვედრა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ბაიდენმა დაატოვებინა ტრამპს თეთრი სახლი, 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ დამარცხებულ ტრამპს დემოკრატი ბაიდენი თეთრ სახლში მაშინ არ მიუწვევია და არც 2021 წლის 20 იანვარს პრეზიდენტად მის ინაუგურაციის ცერემონიას დასწრებია.

ყოფილი პრეზიდენტის, ენდრიუ ჯონსონის შემდეგ, ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიის ბოლო 152 წლის განმავლობაში, პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც პოსტზე მისი შემცვლელის ინაუგურაციზე არ მივიდა. 1869 წელს ის ულის სიმფსონ გრანტმა შეცვალა.

 

ტრამპისა და ბაიდენის შეხვედრა ოვალურ ოფისში იგეგმება. ეს იქნება პირველი შეხვედრა თეთრ სახლში 1992 წლის შემდეგ, როცა არჩევნებზე ერთ დროს ერთმანეთის პირისპირ მებრძოლი კანდიდატები შეიკრიბებიან. მაშინ რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა, უფროსმა ჯორჯ ბუშმა უმასპინძლა დემოკრატ არჩეულ პრეზიდენტ ბილ კლინტონს.

ეს არჩევნებში უფროსი ბუშის დამარცხებიდან სულ ორ კვირაში მოხდა. გარდამავალი პერიოდის სამუშაო ჯგუფებთან ერთად, მათი შეხვედრა თეთრი სახლის რუზველტის ოთახში გაიმართა. ბუშის მასპინძლობას კლინტონმა მოგვიანებით "გადასარევი" უწოდა, ბუშმა კი თქვა, რომ ეს "ძალიან საჭირო" შეხვედრა იყო.

მსგავსი შეხვედრები მიმავალ და მომავალ პრეზიდენტებს შორის, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტრადიციად დამკვიდრდა. საუბრები ლიდერებს შორის ზოგჯერ მეგობრული იყო, ხან ცოტა უხერხული და ზოგჯერ ცოტა დაძაბულიც.

ამჯერად პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ ძალაუფლების გადაცემა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩაივლის, რომ მისი და მისი გუნდის მხრიდან ტრამპს სრული ხელშეწყობა ექნება. ორივე ლიდერი აცხადებს, რომ დაპირისპირებათა აღმოფხვრა და ქვეყნის გაერთიანება სურთ.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ტრამპი მსგავს შეხვედრაზე ერთხელ უკვე ნამყოფია. დემოკრატმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ის არჩევნებიდან სულ რამდენიმე დღეში მიიპატიჟა. ორ ლიდერს შორის შეხვედრამ მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა და დაგეგმილ 90 წუთზე მეტხანს გასტანა.

"ახლა ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა თქვენ წარმატებას მიაღწიოთ, რადგან თუკი თქვენ წარმატებული იქნებით, მაშინ ჩვენი ქვეყანაც წარმატებული იქნება", - უთხრა ობამამ ტრამპს. შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა მის წინამორბედს "კარგი კაცი" უწოდა და თქვა, რომ მასთან შეხვედრა "დიდი პატივი" იყო.

ამერიკის ხმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა