ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნათია მეზვრიშვილი - არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ გაყალბებული არჩევნები უნდა გაიცვალოს ამა თუ იმ კანონპროექტის გაწვევაში ან გაუქმებაში

ნახვები: 481 ნათია მეზვრიშვილი - არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ გაყალბებული არჩევნები უნდა გაიცვალოს ამა თუ იმ კანონპროექტის გაწვევაში ან გაუქმებაში

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხის „სავაჭრო საგნად გადაქცევას ცდილობს“.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ამას გარკვეული კანონების უკან გაწვევით ან გაუქმებით ცდილობენ.

„არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ გაყალბებული არჩევნები უნდა გაიცვალოს ამა თუ იმ კანონპროექტის გაწვევაში ან გაუქმებაში. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამას თავის სახელი უნდა დაერქვას და ჩვენ ამისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ. „ოცნება“ ცდილობს, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი სავაჭრო საგნად აქციოს. სავაჭროდ გახსნეს ეს დისკუსია, რომ რაღაცნაირად მიაღწიონ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას და მერე თქვან, რომ რაღაც კანონებს უკან გავიწვევთო. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ ამ არჩევნებს არ დაერქმევა თავისი სახელი, ყველაფერი გვერდით დაგვრჩება. დიდი იმედი მაქვს, პარტნიორები ამ არჩევნებს საბოლოოდ თავის სახელს დაარქმევენ; რომ ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის მთავრობები, ხაზგასმით აღვნიშნავ - მთავრობები და არა ცალკეული პოლიტიკოსები და პარლამენტარები, ამ არჩევნებს ცნობენ არალეგიტიმურად. შემდგომ პროცესებზე, იქნება ეს ვადამდელი არჩევნები თუ სხვა, შემდგომ დავიწყებთ საუბარს. ახალ არჩევნებზეც არანაირ საუბარს არ ექნება აზრი, თუ ჩვენ ახალ არჩევნებს ჩავატარებთ ისეთი მმართველობის სისტემაში, როგორშიც ახლა ვართ. ივანიშვილი აკონტროლებს ყველაფერს და რა მნიშვნელობა აქვს? [გიორგი] კალანდარიშვილი დღესაც არის და ხვალაც თუ იქნება, იგივე არჩევნები ჩატარდება. [გრიგოლ] ლილუაშვილი დღესაც თუ გვყავს, ბუნებრივია, იგივე არჩევნები ჩატარდება. ამიტომ, ამ მიმართულებით ვფიქრობ, მკაფიო ნაბიჯებია გადასადგმელი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა