ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

სადამკვირვებლო მისიებმა ცესკოს მოუწოდეს, რომ არჩევნების შედეგები არ ცნოს - თუმცა ოქმი უკვე მიღებულია

ნახვები: 534 სადამკვირვებლო მისიებმა ცესკოს მოუწოდეს, რომ არჩევნების შედეგები არ ცნოს - თუმცა ოქმი უკვე მიღებულია

სადამკვირვებლო მისიები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიები ასკვნიან, რომ საპარლამენტო არჩევნები არ იყო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი.

"საიას", "ჩემის ხმისა" და სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, არჩევნების შედეგები ვერ იქნება მიჩნეული, როგორც ქართველი ამომრჩევლების ნების ჭეშმარიტი გამოხატულება.

"სამართლიანი არჩევნების", "ჩემი ხმისა" და "საიას" სადამკვირვებლო მისიების დაკვირვებით, წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა სისტემური, ორგანიზებული დარღვევებით, რომლებიც მიზნად ისახავდა მმართველი პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფას. სამივე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია ასკვნის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი და მისი შედეგები ვერ იქნება მიჩნეული, როგორც ქართველი ამომრჩევლების ნების ჭეშმარიტი გამოხატულება.

სადამკვირვებლო მისიები მოუწოდებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არ შეაჯამოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები," - წერია განცხადებაში. 

სადამკვირვებლო მისიების განცხადების პარალელურად, ცესკოში სხდომა გაიმართა, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შედეგების შამაჯამებელი ოქმი მიიღეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა