ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს ორი განზომილება, სამართლებრივი და პოლიტიკური-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 354 უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს ორი განზომილება, სამართლებრივი და პოლიტიკური-შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღვანდელ ბიუროს სხდომაზე რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საკითხი მოიცავს, როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას, ვფიქრობ, ამ თემაზე ფართო დისკუსია გაიმართა და განსხვავებით გაზაფხულზე გამართული დისკუსიისგან, მგონი, ახლა უკვე ყველა თანხმდება, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს ორი განზომილება. ერთი ეს არის სამართლებრივი საფუძველი, არსებობს თუ არა სამართლებრივი საფუძველი უფლებამოსილების შეწყვეტისა და მეორე, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. რამდენადაც მახსოვს, როდესაც პირველად დადგა შარშან გაზაფხულზე უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხი, მაშინ პირიქით იყო მსჯელობა, რომ თუკი სამართლებრივი საფუძველი მოცემულია, პარლამენტი ვერ მიიღებდა სხვა რაიმე გადაწყვეტილებას თუ არა უფლებამოსილების შეწყვეტა. საკონსტიტუციო საჩივრებიც კი იყო ამასთან დაკავშირებით შეტანილი. ახლა, როგორც ჩანს, ვთანხმდებით ყველა, რომ გვაქვს სწორედ ეს ორი განზომილება, სამართლებრივი და პოლიტიკური. სამართლებრივთან დაკავშირებით საპროცედურო კომიტეტმა იმსჯელა, საკუთარი დასკვნა წარმოადგინა.

რაც შეეხება პოლიტიკურს, სწორედ ამაზე იყო მათ შორის თქვენი მხრიდანაც პლენარული სხდომის დროს არგუმენტები წარმოდგენილი, რომ მიუხედავად იმისა იქნებოდა თუ არა სამივე შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი მოცემული, გამომდინარე პოლიტიკური მოსაზრებებიდან, მორალურიდან თუ სხვა, დეპუტატებს მოვუწოდებდით, მიეღოთ პოლიტიკურად სხვანაირი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახსნას, ირაკლი კობახიძემ ახსნა კიდევაც ეს საკითხი და მე სრულად ვიზიარებ ამ ახსნას, ვინაიდან საქმე ეხება იმას, რომ როდესაც არ ხდება სისტემის აღიარება და სახელმწიფოს აღიარება, როცა საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად ქმნის პრობლემას. სწორედ ეს არგუმენტაცია ჰქონდა წარმოდგენილი ბატონ ირაკლის. ორი განზომილება აქვს ამ გადაწყვეტილებას, სამართლებრივი და პოლიტიკური, ამაზე ყველა ვთანხმდებით. სამართლებრივ ნაწილზე ნათქვამია უკვე საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებაში, დასკვნაში და პოლიტიკური გადაწყვეტილებაში უკვე ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა