ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პროკურორი განმარტავს, რატომ არ მოხდა აქციაზე დაკავებული 20 წლის მათე დევაძის მიმართ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება

ნახვები: 701 პროკურორი განმარტავს, რატომ არ მოხდა აქციაზე დაკავებული 20 წლის მათე დევაძის მიმართ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძის საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ მოხდა დაკავებულის მიმართ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება, რომელიც 21 წელს მოუღწეველ პირთან შეიძლება გამოიყენონ.

როგორც პროკურორი განმარტავს, ბრალდების მხარემ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე დევიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბრალდებისთვის დაცვის მხარეს რაიმე სახის შეღავათის გამოყენების მოთხოვნით არ მოუმართავს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დაკავების გადაწყვეტილება მივიღეთ და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მის მიმართ პატიმრობა მოვითხოვეთ, ვინაიდან მომეტებული რისკები არსებობდა და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენება მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რა სახის ღონისძიება გამოვიყენოთ ან უნდა დაიწყოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა, ან გამოყენებული იყოს თუ არა ალტერნატიული მექანიზმი, ეს საფრთხეების, დანაშაულის ხასიათით, ბრალდებულის პიროვნებით ფასდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომეტებულად არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, მისი დაკავების გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა ხუბეჯაშვილმა.

მისი განმარტებით, დაზიანების ხარისხი არაა კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი, ქმედება მძიმე კატეგორიისაა, რასაც ბრალდებულის ქმედება განსაზღვრავს. პროკურორის თქმითვე, სამი დაზარალებული პოლიციელიდან ორს - გიორგი ესტატიშვილსა და ბიძინა ჟამერაშვილს დაზიანება ხილულად გააჩნია და ის სამედიცინო ბარათშია ასახული.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა