ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„სტრატეგია აღმაშენებლი“ რუსთავში კანდიდატს არ დააყენებს-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 335 „სტრატეგია აღმაშენებლი“ რუსთავში კანდიდატს არ დააყენებს-გიორგი ვაშაძე

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით რუსთავში არ იქნება წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იმის მიუხედავად, რომ წარდგენას ვფიქრობდით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძე ძალიან კარგი ადამიანი და ღირსეული ქართველია, რომელსაც ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის.

„როგორ ჩავერთვებით პროცესში? - როგორც მინიმუმ კომისიის წევრებით, სხვა ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. საპარლამენტო არჩევნების დროს, „სტრატეგია აღმაშენებელს" რუსთავში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვქონდა და ყველას მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან ჩვენ შევძელით და თვითმმართველობებში მოვახდინეთ მონოპოლიური ძალაუფლების რღვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საკრებულოებში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას და რუსთავში მონოპოლიური ძალაუფლების რღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს თუ გადავდგამთ, ეს მხოლოდ სასიკეთო იქნება ქვეყნის განვითარებისთვის", - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსს „სტრატეგია აღმაშენებელი" არ აპირებს.

„ნაცმოძრაობასთან" ჩვენი ალიანსი გამორიცხულია, არავისთან ალიანსს არ ვაპირებთ. ეს არის კონკრეტული მაჟორიტარული ოლქი, კონკრეტული კანდიდატით. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება, როცა ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. „სტრატეგია აღმაშენებელი" არის დამოუკიდებელი პარტია და არ ვაპირებთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსს და მათთან ერთად არც ერთ კამპანიაში მონაწილეობას. გიორგი ვაშაძეს ვერსად ვერ ნახავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, თუნდაც შუალედურ არჩევნებში, საერთო კამპანიაში. ეს არის ჩვენი მიდგომა, რადგან ქვეყანას სჭირდება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები", - განაცხადა ვაშაძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა