თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან ხაბეიშვილი - მოქალაქეები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან უერთდებიან რუსული და თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს

ნახვები: 533 ლევან ხაბეიშვილი - მოქალაქეები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან უერთდებიან რუსული და თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს

თბილისში მანქანებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, თბილისში საპროტესტო აქციას უერთდებიან რეგიონებიდან.

მისი თქმით, მანქანების მსვლელობით ისინი რესპუბლიკის მოედანზე მივლენ, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

„დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან მოქალაქეები უერთდებიან რუსული და თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა გადაატრიალა, როცა გააუქმა დემოკრატია, არჩევნები, ხალხს მოპარა თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა და მიითვისა ხელისუფლება. დღეს დაპირისპირება და არეულობა მარტო ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას უნდა. რატომ? იმიტომ რომ ისინი აყალბებენ არჩევნებს, იმიტომ, რომ საქართველოს თვითმარქვია პრემიერს ხელს არავინ ართმევს, გარდა „ჰეზბოლასი“. ვნახეთ, რომ ბოლო ვიზიტისას, ირანში „ჰეზბოლასთან“ ერთად იდგა კობახიძე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხალხს, რომელიც აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს, უნდა მშვიდობა, ევროპული კეთილდღეობა. წარმოუდგენელია, რომ რუსული პროპაგანდით აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალეს. ამ ადამიანებს მშვიდობა უნდათ, არეულობა უნდა ბიძინას. თუ არეულობა არ უნდოდა, ხალხის ნება რომ გამოიხატა, რატომ მოპარა? მას ხელისუფლებაში ყოფნა იმიტომ უნდა, რომ ბევრი ფული იშოვოს და მდიდარი იყოს, ხალხის ინტერესი ბიძინა ივანიშვილს არ აქვს.

დასავლეთიდან საქართველოდან ათასობით ადამიანი გვიერთდება და მივდივართ რესპუბლიკის მოედანზე. ყველას მოვუწოდებ, დაღლის და სახლში ჯდომის დრო არ არის, გამოდით გარეთ!“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, ხაბეიშვილმა განმარტა, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან მათ ათასობით მოქალაქე უერთდება.

„აღმოსავლეთ საქართველოდანაც არის კოლონები, ათასობით ადამიანი მოდის. დასავლეთ საქართველოდანაც ათასობით ადამიანი გვიერთდება, ფაქტობრივად კილომეტრიანი კოლონებია.

დღეს და ხვალაც პროტესტი იქნება და დარწმუნებული ვარ რომ ამ პროტესტში ხალხი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა