თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კახა კალაძე - რატომ უნდა დამიწესონ სანქციები?

ნახვები: 537 კახა კალაძე - რატომ უნდა დამიწესონ სანქციები?

სანქციები რატომ უნდა დამიწესონ? ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა, ეს კარგად უნდა შეიგნოთ და შევიდეს თქვენს ტვინებში, თუ ტვინები გაქვთ - ჩვენ ასეთი რეზოლუციები ბევრი გვინახავს და ძალიან კარგად ვიცით, როგორ ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევროპარლამენტში დარეგისტრირებულ 2 რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, კონკრეტულ ადამიანებს სხვადასხვა რეზოლუციის მიღებისთვის გარკვეულ თანხას უხდიდნენ, რის გამოც მოსახლეობას უსამართლობის განცდა უჩნდებოდა.

„ბევრჯერ გვინახავს რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, არასწორი ინფორმაციით, სიძულვილით, თუმცა საბოლოოდ ირკვეოდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი - კონკრეტულ ადამიანებს უხდიდნენ თანხას და ლობიზმში ფულს აკეთებდნენ. ასე ხდებოდა რეზოლუციების მიღება, რაც ძალიან მძიმეა. როდესაც ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდა უჩნდებათ. რაც შეეხება არჩევნებს, 2012 წლიდან ვარ ჩართული პროცესებში და ასეთი მშვიდი, თავისუფალი არჩევნები არ მახსოვს. სხვათა შორის, ეუთო/ოდირ-ის შუალედური და საბოლოო დასკვნა მიუთითებდა იმაზე, რომ არჩვენები იყო მრავალპარტიული და მოსახლეობას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. საუბარი იყო, რომ არჩევნები თითქოს გაყალბდა, რაც წარმოუდგენელი და აბსურდია. როგორც კი დაინახეს, რომ ვერ გაიმარჯვა იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელიც მათ წარმოადგენდა, მაშინვე დაიწყეს აღნიშნული არჩევნების „გაშავება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ფინანსური სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი პასუხობს, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და მსგავსი ინფორმაცია სიცრუეზეა დაფუძნებული.

„რატომ უნდა დამიწესონ სანქციები? არჩევნების რომელ გაყალბებაზე საუბრობთ? ეს არის სიცრუე, ტყუილი, ცილისწამება. ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, ხართ სიცრუის პროპაგანდისტები. 700 ათასზე მეტი ხმით მოიგო „ქართულმა ოცნებამ“. ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი. მადლობა იმ ადამიანებს, ოჯახებს, ვინც გამოვიდა და დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს; ხმა მისცა ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროინტეგრაციას. 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ეს არის ლეგიტიმაცია. ისეთი რეზოლუციები, განცხადებები ბევრი გვინახავს, რომლებიც ტყუილზეა დაფუძნებული, გაჯერებულია ცრუ ინფორმაციებით. ძალიან კარგად ვიცით, როგორ ხდება მსგავსი რეზოლუციების მიღება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ორი რეზოლუცია დარეგისტრირდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა