Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

ნახვები: 527 გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

ერთპარტიულად კონსტიტუციის დარღვევით არჩეულ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არც ხალხის, არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია, ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს - მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათ წარმომადგენლებს საკრებულოებში, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა საერთაშორისო ლეგიტიმაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარეშე, პრეზიდენტის 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი შეეცდება, ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის, უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღწევად და ფაქტობრივად, ამ გზით, შეეცდება თავისი „ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებას“.

გახარიას განცხადებით, როდესაც საპარლამენტო არჩევნების კანონიერება, გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის სხდომა ჩაატარა სრულად უკანონოდ, შესაბამისად, უკანონოდ აირჩა პარლამენტის თავმჯდომარე და ამ დღეებში უკანონოდ აირჩევენ საქართველოს მთავრობასაც.

„გუშინ ჩატარდა პარლამენტის პირველი უკანონო სხდომა, რომელიც სრულად გავიდა საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. პარლამენტს დღეს არ აქვს არც ქართველი ხალხის, არც საერთაშორისო საზოგადოების, არც სადამკვირვებლო მისიების ლეგიტიმაცია. როგორც შედეგი, პირველ სხდომას არ ესწრებოდა არც ოპოზიცია და არც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. ნაცვლად იმისა, რომ „ოცნებას“ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვებისთვის გაეცა პასუხი, მაგალითად, გაესაჯაროებინა არჩევნებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების სიები, კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. კერძოდ, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნების კანონიერება, გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის სხდომა ჩაატარა სრულად უკანონოდ. შესაბამისად, საპარლამენტო რესპუბლიკაში უკანონოდ აირჩა პარლამენტის თავმჯდომარე და ამ დღეებში უკანონოდ აირჩევენ საქართველოს მთავრობასაც.

ამავე უკანონო პარლამენტმა დღეს საარჩევნო ვადების უხეში დარღვევით დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს. როგორც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა საერთაშორისო ლეგიტიმაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარეშე, პრეზიდენტის 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი შეეცდება, ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის, უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღწევად და ფაქტობრივად, ამ გზით, შეეცდება თავისი ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებას.

ერთპარტიულად კონსტიტუციის დარღვევით არჩეულ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არც ხალხის, არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია. ამისთვის ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკრებულოს წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, „ოცნების“ და „ნაცების“ მერე, საარჩევნო კოლეგიაში გვაქვს ყველაზე მეტი ხმა, პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათ წარმომადგენლებს საკრებულოებში, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით კრიზისის პირველ ფაზაში და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქვეყანა არ გადავიდეს კრიზის შემდგომ უფრო ბევრად მძიმე ფაზებში და იმისთვის რომ არსებული კრიზისიდან რაც შეიძლება წარაფად და მინიმალური დაზიანებით გამოვიდეთ, საჭიროა, რომ არც ამ პარლამენტს, არც არჩევნებს, არც პარლამენტის მიერ არჩეულ მთავრობას და შემდგომ უკვე პრეზიდენტს, არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია. დღეს ეს არის ერთადერთი და ყველაზე სწრაფი გზა იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალურ მდგომარეობამდე. სამწუხაროდ, ამ კრიზისში შეგვიყვანა „ოცნების“ მიერ გაყალბებულმა არჩევნებმა“, - განაცხადა გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა