ირაკლი კობახიძე - რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება
თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია
მამუკა ხაზარაძე - მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს
ე.წ. პარლამენტმა ე.წ.მთავრობას ნდობა გამოუცხადა
„ძლიერმა საქართველომ“ ე.წ. პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
ირაკლი ზარქუა - ვისურვებდი, დავიწყოთ გერმანიის ელჩის საქართველოდან გაწვევის პროცედურა
თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტარებს - რუს ოლიგარქთან პოლიტიკური ვაჭრობა უფრო წაახალისებს კრემლს და საქართველოს გარდაუვალი ავტორიტარიზმის უფსკრულისკენ უბიძგებს
თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Global Software Architecture Summit მიიღო მონაწილეობა

ირაკლი ზარქუა - ვისურვებდი, დავიწყოთ გერმანიის ელჩის საქართველოდან გაწვევის პროცედურა

28.11.2024 ნახვები: 195

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მუშაობით დაინტერესდეს და მისი ქვეყნიდან გაწვევის პროცედურა დაიწყოს.

ზარქუა მიიჩნევს, რომ გერმანის ელჩს „არეული აქვს თავისი უფლება-მოვალეობები და ახლა მავნებლობს“.

ამასთან, ირაკლი ზარქუა გერმანიის ელჩს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაილ როთს ადარებს.

„გერმანიის ელჩს ცოტა არეული აქვს თავისი უფლება-მოვალეობები. მგონია, რომ ის რაღაც დაბნეული და დაკარგულია თავის ფუნქცია-მოვალეობებში. მივმართავდი ბატონ ფიშერს, კარგად გაიაზროს თავისი უფლება-მოვალეობები. მგონია, რომ ამ ტონალობაში დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდა ელაპარაკო, მითუმეტეს თქვენ, რომელიც დაგნიშნეს, ლეგიტიმაციაც გაქვთ თუ არა, ესეც არ ვიცი, იმიტომ, რომ დაიშალა ის მთავრობა, ვინც თქვენ დაგნიშნათ. თქვენ იმდენს ბედავთ, რომ შედიხართ პოლემიკაში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ. რაც შეეხება ეკონომიკის მიმართულებით, მაინც რომ იცოდეთ, ეტყობა ეს ნიუანსი გამოგრჩათ, სწორედ თქვენმა მეზობლებმა, აღმოსავლეთ ევროპიდან გადაასწრეს საქართველოს, მაგალითად, რუსეთთან ვაჭრობაში, ღვინის მიმართულებით. იხილეთ ლატვია და სხვა ქვეყნები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ორმაგი სტანდარტია. თქვენ თუ რადიკალების მომხრე ხართ, თქვენთვის შეინახეთ, თქვენს მანდატს ეს არ შეეფერება. მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართო, იქნებ დაინტერესდეს ამ ელჩის აქ მოღვაწეობით. ვისურვებდი, რომ საერთოდ დავიწყოთ ამ ელჩის გაწვევის პროცედურა იმიტომ, რომ ის არ შეესაბამება იმ მანდატს, რა მანდატითაც აქ არის. არ მგონია, რომ მან შეძლოს გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში რამე პოზიტიურის შეტანა. პირიქით, მგონია, რომ ის ახლა მავნებლობს. არ ვიცი, რა დაკვეთა აქვს. ფაქტობრივად, იგივე „როთი 2“- ია. მინდა ამ „როთებს“ მივმართო: ის მთავრობა, რომელმაც თქვენ დაგნიშნათ, ჩამოშლილია. შოლცის მთავრობა, კოალიცია დაინგრა. თქვენ ლეგიტიმაცია არ გაქვთ და ამ ტონალობაში რომ ელაპარაკებით 54%-ით არჩეულ მთავრობას, ამას არ გაგიტარებთ! მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ახალ მინისტრს, ალბათ, ვთხოვ ამ პერსონით დაინტერესდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. გერმანიის ელჩი თავისი განცხადებებით და ქმედებებით ელჩის მანდატს არ შეესაბამება“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა BM.ge-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო დაახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება და საქართველოს მომავალი ევროკავშირში კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

„საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ივნისში და შემდეგ, ოქტომბერში, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს და თავიანთ გადაწყვეტილებაში ჩაწერეს, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ესეც ჩაწერილია. აქ არავინ იწუხებს წაკითხვით თავს, მაგრამ გირჩევთ, წაიკითხოთ. მთავრობა გეუბნებათ, რომ არა, არაფერია შეჩერებული ჩვენ [ევროკავშირი] ვწყვეტთ, რა არის შეჩერებული და რა არა. კანდიდატი არ წყვეტს. ასე რომ, შეჩერებულია. მე თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამის პოზიტიურ ნიშნებს საერთოდ ვერ ვხედავ - საქართველოს მთავრობის რიტორიკა გრძელდება. საქართველოს კანონმდებლობა მიღებულია. საქართველო დაახლოების ნაცვლად, შორდება ევროკავშირს. გარდა ამისა, არჩევნების ჩატარების წესი არ შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნისგან ველით. გერმანიაში ვინმეს თუ ჰკითხავთ, უმეტესობას, რადგან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს აზრთა დიდი მრავალფეროვნება, მაგრამ ხალხის დიდი უმრავლესობა, საქართველოს არჩევნებს თუ შეხედავს, გეტყვით, რომ ეს ევროპაში არ სურთ“, - განაცხადა პიტერ ფიშერმა.

გარდა ამისა, გერმანიის ელჩი აცხადებს, რომ საქართველო გერმანიას პარტნიორად და მეგობრად აღარ მოიაზრებს და ქვეყნებს შორის ურთიერთობები კრიზისშია. ამასთან, გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოს ბაზრიდან გავიდა „ჰაიდელბერგ ცემენტი”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა