Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ანჯეი დუდა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოავლინოს ახალი არჩევნების დანიშვნის მზაობა

ნახვები: 577 ანჯეი დუდა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოავლინოს ახალი არჩევნების დანიშვნის მზაობა

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს, სალომე ზურაბიშვილსა და ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტებმა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

„მიმდინარე დემონსტრაციების უპრეცედენტო მასშტაბები, ისევე როგორც საქართველოს ადმინისტრაციის მრავალი წარმომადგენლის საჯარო პროტესტი არის მტკიცებულება ქართველ ხალხში ხელისუფლების გადაწყვეტილებისადმი ღრმა იმედგაცრუებისა და შეშფოთების შესახებ. გარდა ამისა, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მიმართ უზარმაზარი სიმტკიცის ჩვენება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საპროტესტო აქციების ჩახშობის სისასტიკისა და სისხლისღვრის რისკის შესახებ დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში მომავალი მოვლენების გამო.

„ამიტომ, პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს თავშეკავება და წინდახედულობა, მოუსმინოს თავისი მოქალაქეების ხმას და უარი თქვას მათი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებაზე, გამოავლინოს ღიაობა ბოლო საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ყველა ეჭვის გარკვევაში და მზაობა ყოველგვარი ეჭვისგან თავისუფალი, ახალი არჩევნების დანიშვნისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა