ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ირაკლი კობახიძე - დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა - მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო

ნახვები: 592 ირაკლი კობახიძე - დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა - მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო

სამწუხაროა, რომ დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა-მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც ძალიან მძიმე ზეწოლა იყო,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც დავით ზალკალიანის მიერ აშშ-ში ელჩის პოსტის დატოვების შესახებ დასმული კითხვას უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, დავით ზალკალიანის არჩევანს პატივს ცემს.

„რაც შეეხება დავით ზალკალიანს, მან დატოვა თანამდებობა, მე მასთან მქონდა საუბარი. არ ვიცი, ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს. ამ შემთხვევაშიც, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც ძალიან მძიმე ზეწოლა იყო სხვადასხვა მხრიდან, არ იგულისხმება „ნაცების“ ზეწოლა. მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია გამოვუცხადო. სამწუხაროა, რომ დატოვა თანამდებობა, მისი არჩევანი იყო, პატივს ვცემ“,-აღნიშნა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა