თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

"მთავარი არხის" სიაში მოხვედრილი შსს-ს თანამშრომლები Facebook-ზე ფოტოებსა და პროფილებს შლიან

ნახვები: 559 "მთავარი არხის" სიაში მოხვედრილი შსს-ს თანამშრომლები Facebook-ზე ფოტოებსა და პროფილებს შლიან

შსს-ს თანამშრომლები, რომელთა გვარები ტელეკომპანია “მთავარის” მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდა, სოციალურ ქსელებში საკუთარ ფოტოებს და პროფილებს შლიან.

“მთავარის” მიერ გამოქვეყნებული სია, ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, საზოგადოებას ამცნობს სასტიკ დარბევებში მონაწილე სპეცრაზმელების ვინაობას. სია ასზე მეტი გვარისგან შედგება. “მთავარის” თანახმად, მათ ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

გვარების გამოქვეყნების და მოქალაქეთა დაინტერესების შემდეგ, სიაში მოხვედრილმა მრავალმა ადამიანმა, რომელსაც Facebook-ზე სამუშაო ადგილად სწორედ შსს აქვს მითითებული, სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოების წაშლა დაიწყო. ზოგიერთმა მათგანმა პროფილიც გააუქმა.

სახელისუფლებო გუნდიდან სიის გასაჯაროებას მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ჯერ არ იცის, “რამდენად ნამდვილი ან ზუსტია” ეს სია, თუმცა მისი გამოქვეყნება დაგმო.

“რამდენი ფეიკი აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო… ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას…”, - დაწერა მდინარაძემ და კიდევ ერთხელ გაიმეორა მრავალჯერ ფაქტებით უარყოფილი დეზინფორმაცია, თითქოს 2008 წლის ომის დროს თანამდებობის პირები საქართველოს ტოვებდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა