ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ზურაბ ჯაფარიძე - რუსეთი ახლა ცდილობს, ვიდრე აშშ-ში იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვა საკითხებზე საუბარი, მანამდე გაიფორმოს საქართველო, როგორც მისი საკუთარი ნაწილი

ნახვები: 621 ზურაბ ჯაფარიძე - რუსეთი ახლა ცდილობს, ვიდრე აშშ-ში იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვა საკითხებზე საუბარი, მანამდე გაიფორმოს საქართველო, როგორც მისი საკუთარი ნაწილი

რასაც ცდილობს ახლა რუსეთი საქართველოში არის ის, რომ ვიდრე აშშ-ში მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთმა გაიფორმოს ეს ქვეყანა, როგორც მისი საკუთარი ნაწილი - უნდათ ეს ქვეყანა ჯიბეში ჩაიდონ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გაგრძელდეს.

„დღეს არის პროტესტის მეათე დღე. უამრავი ადამიანია დაკავებული. პროტესტი გრძელდება. ვნახე წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველდღე არ არის ადამიანების ის რაოდენობა, როგორც წინა დღეებში. ყოველდღე არ არის ისეთი მუხტი, როგორიც იყო წინა დღეებში. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ყველა პროტესტს ახასიათებს ციკლები. ადამიანები, რომლებიც გამოვდივართ ქუჩაში, მთავარი რასაც ვიაზრებთ არის ის, რომ ამ ქვეყანას მოჰპარეს არჩევანი, გამოუცხადეს, რომ ეს ქვეყანა აღარ წავა დასავლეთისკენ და აღმოჩნდება რუსეთის ნაწილი. რასაც ცდილობს ახლა რუსეთი საქართველოში არის ის, რომ მანამ სანამ აშშ-ში მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთმა გაიფორმოს ეს ქვეყანა, როგორც მისი საკუთარი ნაწილი. საქართველოს საკითხი, როგორც 2012 წელს ჰპირდებოდა ივანიშვილი, აღარ იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში დასავლეთსა და რუსეთ შორის დაპირისპირებაში. ანუ უბრალოდ უნდათ ეს ქვეყანა ჯიბეში ჩაიდონ და მოლაპარაკებები იყოს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაზე, ჩინეთზე, ირანსა და ა.შ. საქართველო, ამ მომენტისთვის, უნდა იყოს გაფორმებული, როგორც რუსეთის ნაწილი. ჩვენი, ყველას ამოცანა არის ამის არ დაშვება! პროტესტი უნდა გაგრძელდეს! პროტესტმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვანაირი ფორმები, მაგრამ ის, რაც რუსთაველზე ხდება, უნდა გაგრძელდეს რუსთაველზე. ის ადამიანები, რომლებმაც გარისკეს საკუთარი თავისუფლება, საკუთარი სიცოცხლე, რომლებიც დღეს არიან დაკავებულები და კაცმა არ იცის როდის გამოუშვებენ, ადამიანები, რომლებიც დაამტვრიეს ძვლებში, მათ ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ჰქონდათ ჩვენი იმედი, სხვა დანარჩენების, ვინც გარეთ დავრჩებოდით, ამ ბრძოლას გავაგრძელებდით. ამიტომ ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს ნებისმიერ შემთხვევაში! არანაირი პრობლემა არ არის ის, რომ დღეს შეიძლება ფოიერვერკები არ იყოს რუსთაველზე, არსებითი ეს არ არის. არსებითი არის პროტესტის გაგრძელდება, ნებისმიერ შემთხვევაში! ეს ტერორი გაგრძელდება, უნდა გვესმოდეს რა სტილის რეჟიმთან გვაქვს საქმე. მისი სახე იქნება უფრო საშინელი, მდგომარეობა უფრო გაუარესდება მანამ, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ!“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა