თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს - თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ

ნახვები: 679 ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს - თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლემ ელისაშვილს სხდომაზე მისი, როგორც დაკავებულის უფლებები გააცნო, რაზეც ელისაშვილმა რეპლიკის სახით ასე უპასუხა: “როცა დამაკავეს მაშინ უნდა წაეკითხათ ეს უფლებები, წიხლით რომ ჩამტენეს მანქანაში”.

 

თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.

ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა.

„ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები. ოპოზიციის წინასწარ გამოცხადებულ ღონისძიებაზე ვიყავი მისული. ისეთ ადგილას იყო ეს ღონისძიება, სადაც სპეცრაზმით იყო სავსე. წინა დღეს მე დავინახე, რომ სახლთან მითვალთვალებდნენ, ვიცოდი, რომ ჩემ დაკავებას აპირებდნენ, ისიც ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ აშკარად დამაკავებდნენ „მერიოტში“, მაგრამ ავდექი და წავედი. იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ წინასწარ ჩემ ახლობელს დავუტოვე ტელეფონი და საფულე.

მე ვარ კანონის პატივისმცემელი ადამიანი. ვინმე შემეხმიანა და მითხრა, მოდი დაკითხვაზე? არა! ისე მხეცურად უნდა დავეკავებინეთ, ცემა-ტყეპით, წიხლებით რომ შემდგნენ?“ - განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ დაკავების მიზეზზე პოლიციას მისთვის „ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს“.

„ცემა-ტყეპით და გინებით წამათრიეს, რუსების აგენტი ხარო და რაღაცებს მეძახდნენ“, - განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ მისი დაკავება და მომხდარი, „წინასწარ დაგეგმილი ამბავი იყო“.

ამასთან, მან ისაუბრა ალი ბაბაევთან დაკავშირებითაც.

„წარმოდგენა არ მქონდა, რომელ პარტიაში იყო ბაბაევი. არამზადად ვიცნობდი ყოველთვის. მე მასთან მქონდა ძალიან მძიმე ფაქტები, როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, მოდიოდა. ვიღაცებთან რაღაც აშკარა კორუფციული ინტერესით მოდიოდა და ყოველთვის უარს ვეუბნებოდი“, - განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ ბაბაევი მასთან „რაღაც კორუფციული ინტერესით” მაშინაც მივიდა, როცა საკრებულოს წევრი იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა