ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გადაცემა "ახალ კვირაში" ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობები-ჟურნალისტები

ნახვები: 322 გადაცემა "ახალ კვირაში" ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობები-ჟურნალისტები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო ცენზურის მცდელობები და ასევე, იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები.

„როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და ვფიქრობთ, რომ მაყურებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე.

გუშინ „ახალი კვირის" წამყვანმა იმედა დარსალიამ საჯაროდ ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც გადაცემას ჰქონდა. პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ახალი კვირის" შეჩერების ფაქტის ალტ-ინფოს განცხადებებთან რაიმე კავშირს გამოვრიცხავთ და მიგვაჩნია, რომ მედიაში ამ თემის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.

ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში" ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია. ამის მიუხედავად, გადაცემაში გავიდა არაერთი კრიტიკული რეპორტაჟი, რომელთა ეთერში მოხვედრა იმედა დარსალიასა და გუნდის დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია არხის ვებ-გვერდზე ნახოს.

ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი მაყურებელი.

ჩვენ ვრჩებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას.
P.S. კოლეგებს ვთხოვთ ამ განმარტებით ისარგებლონ, რადგან ამ ეტაპზე დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ", - წერენ ჟურნალისტები განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა