Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს

ნახვები: 748 სალომე ზურაბიშვილი - საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს

საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საპროტესტო აქციიდან ვიდეო კადრებს აზიარებს, სადაც აქციის მონაწილეები ფეხბურთს თამაშობენ.

„საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, რითაც ფეხბურთელის პრეზიდენტად არჩევას აღნიშნავს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო.

„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ამ სიტყვებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია.

გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები - „დიპლომი ყაველაშვილს“.

ასევე, მოქალაქეებს გამოფენილი აქვთ ბანერები სხვადასხვა წარწერით, მათ შორის: „კახი, აღიარე კრახი“.

მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან, ხოლო ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა