ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა ძალა კურსკში, იმისთვის, რომ უკრაინამ დიპლომატიაში სწორ შედეგებს მიაღწიოს

ნახვები: 609 ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა ძალა კურსკში, იმისთვის, რომ უკრაინამ დიპლომატიაში სწორ შედეგებს მიაღწიოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქში, კურახოვოში არსებული ვითარება მძიმეა, ამასთან, მისი თქმით, საჭიროა ძალის გამოყენება კურსკის მიმართულებით იმისთვის, რომ ქვეყანამ დიპლომატიაში სწორ შედეგებს მიაღწიოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დღეს იყო მოხსენება მთავარსარდალ სირსკისგან ფრონტზე და კურსკის ოპერაციის რაიონებში არსებული ვითარების შესახებ. მძიმე ვითარებაა პოკროვსკის მიმართულებით და კურახოვოში. მადლობელი ვარ ყველა ქვედანაყოფის, რომელიც იქ ოკუპანტებს ანადგურებს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს კურსკის ოლქში - იქ საჭიროა ძალა იმისთვის, რომ უკრაინამ და უკრაინელებმა დიპლომატიაში სწორ შედეგებს მიაღწიონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება საიმედო და გარანტირებული მშვიდობა.

”ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს მიზნებს”, - დასძინა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა