თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური - ეს არის მისი ბოლო გაბრძოლება

ნახვები: 519 დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური - ეს არის მისი ბოლო გაბრძოლება

"სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური. ეს არის მისი ბოლო გაბრძოლება, რომ ნეგატიური კონტექსტი კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან მიმართებით, - ასე შეაფასა ე.წ. პარლამენტსი წევრმა  დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გუშინდელი გამოსვლა.

მისი თქმით, „დღეს, ფაქტობრივად, რადიკალიზმის ბოლო მოცემულობას ვაკვირდებით“.

„სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური. ეს არის მისი ბოლო გაბრძოლება, რომ ნეგატიური კონტექსტი კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან მიმართებით. თუმცა მან უკვე იმდენი შეძლო ამ სამწუხარო გზაზე - შეეცადოს დააზიანოს საკუთარი ქვეყანა, რომ მისგან გასაკვირი არაფერია. ერთია რას ცდილობს ზურაბიშვილი, მეორე - რა არის რეალობა და მოცემულობა მაშინ, როცა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მობრძანდება საქართველოში და ხვდება ქვეყნის ოფიციალურ პირებს. მაშინ, როდესაც ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს არჩეული და უკვე ველოდებით მის ინაუგურაციას. არც ლეგიტიმაციის არანაირი პრობლემა აღარ დგას, რაზეც დიდი სურვილით მიისწრაფოდა მთელი რადიკალური ოპოზიცია თავისი მედროშე ზურაბიშვილით. ანუ, დღეს ფაქტობრივად, რადიკალიზმის ბოლო მოცემულობას ვაკვირდებით. როგორც ზურაბიშვილის გამოსვლა, ასევე რადიკალების ქცევა საქართველოში - მილევადია ის პროტესტიც. საბოლოოდ, ქვეყანა მშვიდ ვითარებაში გადაინაცვლებს და ჩვენ ასე შევხვდებით საახალწლო დღესასწაულს”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა