თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს შედეგს-ჯუანშერ ბურჭულაძე

ნახვები: 405 მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს შედეგს-ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფო მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პრემიერ-მინისტრის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხი რეგიონში არსებული გამოწვევები იყო.

„რომ შევაჯამოთ პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი დელეგაციის დასწრება მიუნხენის კონფერენციაზე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. პრემიერს ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფო მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, როგორც საერთშორისო საზოგადოების წინაშე ჩვენი როლის კიდევ ერთხელ ხაზგასმის კუთხით, ასევე, ის ბიზნესპოტენციალი, რაც საქართვლოს გააჩნია, აუცილებლად მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მთავარი საკითხი, ძირითადად რის გარშემოც ტრიალებდა თემები, ეს იყო რეგიონში არსებული გამოწვევები. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირში. ყველა ნაბიჯი და რისკი, რაც შეიძლება, ახლდეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, უნდა იყოს ზუსტად შეფასებული", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა